ჩვენ შესახებ

„ქართული კალათა – არისტეუსი“ 2015 წელს დაარსდა. ჩვენ ვაწარმოებთ და ვყიდით  ქართული წარმოების ტრადიციულ თუ ინოვაციურ პროდუქტებს. 

ამ დროის განმავლობაში „ქართული კალათას“ მაღაზია საუკეთესო კონცეპტუალურ მაღაზიად ჩამოყალიბდა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ და ადგილზე მიირთვათ მხოლოდ ქართული ფერმერული წარმოების  ღვინო, ჭაჭა, ბრენდი, ყველი, ჩაი, საწებელი, გოზინაყი, ჩირი, შოკოლადი,  სანელებელი, მურაბა, ჯემი, ზეთი, ძმარი, მარინადი. 

ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ არასაკვები პროდუქტებიც, როგორიცაა ხელნაკეთი საპონი, ჩანთები, ბარათები, მეოცე საუკუნის კინოპლაკატები და სხვა უაღრესად საინტერესო სუვენირები.

ამ პროდუქტების დიდი ნაწილი ამ ონლაინ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

ჩვენ  დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და შეფუთვას. ამიტომაც ჩვენ პროდუქტებს  ხშირად ყიდულობენ საჩუქრად - მეგობრებისთვის,  ბიზნესპარტნიორებისთვის და თანამშრომლებისთვის, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის და უცხოეთში დამხვედრი მასპინძლებისთვის... ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის.